Friday, January 28, 2011

სამგანზომილებიანი გრაფიკა, ასევე სამგანზომილებიანი გამოსახულების სინთეზი (შემოკლებით 3D სინთეზი) არის CAO-სგან წარმომდგარი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახდენენ ობიექტების, საგნების პერსპექტივაში წარმოდგენას კომპიუტერის ეკრანზე. ამჟამად იგი გამოყენებაშია გამოსახულებების შესაქმნელად არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში, კინოინდუსტრიაში, ტელევიზიაში, კომპიუტერულ თამაშებში, ბეჭდვით პროდუქციაში და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.

ამ ტექნიკის კინოინდუსტრიაში გამოყენებას პირველად პიქსარის სტუდიებმა მიჰყო ხელი, ხოლო 1994 წლიდან იგივე ტექნიკა ვიდეოთამაშების წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენება.

No comments:

Post a Comment